Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის შესახებ სამიტის დაწყებამდე, ამ რეგიონში ჯარისკაცი დაიღუპა


მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხების განცხადებით, ჯარისკაცი დაიღუპა სნაიპერის სროლის შედეგად. ცნობა ამ ინციდენტის შესახებ წინ უძღვის სოჭში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც სამშვიდობო პროცესის გამოცოცოხლებას ემსახურება. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანში მდებარეობს, მაგრამ სომხების ჯარების მიერ კონტროლდება. საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, ეთნიკური სომხების თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯარისკაცს ესროლეს აზერბაიჯანელების პოზიციიდან. მთიანი ყარაბაღისათვის სომხებსა და აზრებაიჯანელებს შორის ომის (1991-1994 წწ) შედეგად, რეგიონს სომხები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG