Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობი კიდევ უფრო გაძვირდა


ნავთობის ფასმა ბოლო ორ წელიწადზე მეტი ხნის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია, რის მიზეზადაც სახელდება ლიბიაში დაძაბულობის გამწვავება და ზოგადი ვითარება არაბულ ქვეყნებში. პარასკევს ერთი ბარელი ნავთობი 104,42 დოლარი ღირდა ნიუ-იორკის ბირჟაზე. ეს ყველაზე მაღალი ფასია 2008 წლის სექტემბრის შემდეგ. იმავდროულად, გაიაფდა ამერიკული დოლარი. ლიბიაში ნავთობის წარმოება შეჩერებულია კონფლიქტის გამო, რომელიც ამ ქვეყნის ლიდერის, მუამარ კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მიმდინარეობს. არეულობების შესახებ იუწყებიან აგრეთვე იემენიდან, ბაჰრეინიდან და ეგვიპტიდან.
XS
SM
MD
LG