Accessibility links

logo-print

ომანში საპროტესტო აქციები მოედო ნავთობის რეგიონსაც


ომანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, საპროტესტო აქციებმა, რომელთა მონაწილეებიც ეკონომიკურ რეფორმებს მოითხოვენ, ამ ქვეყნის ნავთობის რეგიონიც მოიცვა. დღეს მუშებმა მჯდომარე აქცია გამართეს ნავთობის უდიდეს საბადოსთან ჰაიმაში, რომელიც დედაქალაქ მუსკატიდან 500 კილომეტრში მდებარეობს. გაფიცულები რეგიონში სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდას მოითხოვენ. ომანში გასულ წელს დაიწყო დემონსტრაციები სამუშაო ადგილების და დემოკრატიზაციის მოთხოვნებით. დაიღუპა ერთი დემონსტრანტი. საპროტესტო აქციების საპასუხოდ, ომანის მმართველმა, სულთანმა ყაბუს ბინ საიდმა გასცა განკარგულება საჯარო სექტორში 50 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ.
XS
SM
MD
LG