Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ზავიაჰს, რომელიც მეამბოხეების ხელშია


ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ერთგულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს დედაქალაქ ტრიპოლის მახლობლად, 50-ოდე კილომეტრში მდებარე ქალაქ ზავიაჰს, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ეს არის ზავიაჰის აღების მორიგი მცდელობა მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა წინა ირიშის მოგერიება შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზავიაჰიდან ბევრი მოქალაქე გაიქცა, ხოლო მეამბოხეები, მათივე განცხადებით, ბოლომდე აპირებენ ბრძოლას ქალაქის დასაცავად. ამასობაში, აღმოსავლეთ ლიბიაში მყოფმა მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ მზად არიან დასავლეთით, ტრიპოლის მიმართულებით წავიდნენ მას შემდეგ, რაც პარასკევს კადაფის ერთგული ჯარები განდევნეს ქალაქ რას ლანუფიდან. ეს ქალაქი ლიბიის ნავთობმრეწველობის ერთ-ერთი ცენტრია. ასევე აღმოსავლეთ ლიბიაში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, 27-მდე გაიზარდა იარაღის საცავში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ქალაქ ბენღაზიში მომხდარი ამ აფეთქებების მიზეზი ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG