Accessibility links

ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა მორიგი ხუთწლიანი გეგმა წარმოადგინა


ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ვენ ძიაბაომ მორიგი ხუთწლიანი გეგმა წარმოადგინა. საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნული სახალხო კონგრესის - X წლიური სესიის გახსნისას, ვენ ძიაბამომ განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს წელს ეკონომიკის 8 პროცენტიანი ზრდის მიღწევას, რაც გასულ წელს აღრიცხულ 10,3 პროცენტზე უფრო დაბალია. მისივე განცხადებით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ინფლაციის გაკონტროლება და ფასების სტაბილურობა. პრობლემებთან დაკავშირებით, ვენ ძიაბაომ განაცხადა: „არ მოგვარებულა ხალხის შეშფოთების გამომწვევი ზოგი პრობლემა, როგორიცაა ხარისხიანი განათლებისა და სამედიცინო რესურსების არქონა და არათანაბრად განაწილება, (...) უძრავ ქონებაზე ფასების სწრაფი ზრდა ზოგ ქალაქში და სოციალური კონფლიქტის გამწვავება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიწის უკანონოდ მითვისება და შენობების დანგრევა და ასე შემდეგ“. ვენ ძიაბაოს თქმით, ჩინეთის კომუნისტური პარტია გააგრძელებს „სოციალისტური დემოკრატიის“ გაფართოებას.
XS
SM
MD
LG