Accessibility links

სოჭში გაიმართა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა


სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს ვადებში დაასრულებენ სამხედრო ტყვეების გაცვლას. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს მიიღეს სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, დმიტრი მედვედევის, სერჟ სარქისიანისა და ილჰამ ალიევის მოლაპარაკების საფუძველზე. შეხვედრაზე განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისადმი მიძღვნილი საკითხები. განცხადებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ მხარეები აპირებენ, მშვიდობიანი გზით მოაგვარონ ყველა სადავო საკითხი და ეუთოს შუამავლობით გამოიძიონ შესაძლო ინციდენტები ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გასწვრივ. დღეს სოჭში გამართული მოლაპარაკება იყო ამ ფორმატის მერვე შეხვედრა. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მოლაპარაკებებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG