Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ აკრიტიკებს თურქეთში მედიის შეზღუდვას


უფლებადამცავი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ თურქეთს აკრიტიკებს ჟურნალისტების დაპატიმრების გამო და ანკარას მოუწოდებს, დაადასტუროს პრესის თავისუფლებისადმი მხარდაჭერა, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ. ამ მოწოდებამდე ერთი დღით ადრე ანკარასა და სტამბოლში გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაციები რვა ჟურნალისტის დაპატიმრების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ისინი გასულ დღეებში დააკავეს კიდევ ორ ადამიანთან ერთად, შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. დაკავებული ჟურნალისტების უმრავლესობა კრიტიკულად აფასებს თურქეთის მთავრობას.
XS
SM
MD
LG