Accessibility links

logo-print

დაუდასტურებელი ცნობით, ლიბიელმა მეამბოხეებმა ბრიტანელი ჯარისკაცები დააკავეს


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არც ადასტურებს და არც უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი სპეცდანიშნულების შენაერთების ერთ-ერთი რაზმი დააკავეს ლიბიელმა მეამბოხეებმა. ბრიტანეთის გაზეთ „სანდეი ტაიმსის“ ცნობით, რვა ჯარისკაცი მეამბოხეების მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე გაჰყვა ბრიტანელ დიპლომატს, რომლის მიზანიც იყო ლიბიის ლიდერის მოწინააღმდეგეებთან კონტაქტის დამყარება. გაზეთის ცნობით, მეამბოხეებმა ბრიტანელი სამხედროები შეიპყრეს და ახლა ისინი დაკავებული ჰყავთ ქალაქ ბენღაზიში. ნათელი არ არის, მათთან ერთად იმყოფება თუ არა დიპლომატი, რომლის ვინაობასაც სტატიაში არ ამხელენ.
XS
SM
MD
LG