Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსი ერაყელი დაიღუპა ბასრაში აფეთქების შედეგად


ერაყში ექვსი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქ ბასრაში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. ბასრის პროვინციის საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, იერიში მიმართული იყო გზაზე მიმავალი ამერიკული სამხედრო ბადრაგის წინააღმდეგ, მაგრამ აფეთქდა სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც ერაყელი სამოქალაქო პირები ისხდნენ. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.
XS
SM
MD
LG