Accessibility links

logo-print

ეგვიპტეს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ეყოლება


ეგვიპტეში საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად დაასახელეს გაეროში ეგვიპტის ყოფილი ელჩი, ნაბილ ალ არაბი. ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა და მინისტრის პოსტზე შეცვლის აბულ ღეიტს, რომელიც 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა ეგვიპტის საგარეო უწყებას. აბულ ღეიტის მოხსნა მიჩნეულია მორიგ ზომად ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის წევრებისაგან ახალი მთავრობის გასათავისუფლებლად.
XS
SM
MD
LG