Accessibility links

logo-print

მიმდინარეობს მოლაპარაკება ლიბიაში დაკავებული ბრიტანელების გამოსახსნელად


გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთი ჩართულია მოლაპარაკებაში, რათა გამოიხსნას სპეცდანიშნულების რამდენიმეკაციანი რაზმი, რომელიც, სავარაუდოდ, ლიბიელმა მეამბოხეებმა შეიპყრეს აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბენღაზიში. ჟენევაში დაფუძნებულმა უფლებადამცავმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს სოლიდარიტიმ“, რომელშიც ლიბიელი ემიგრანტებიც მუშაობენ, საინფორმაციო სააგენტო როიტერსს უთხოა, რომ მეამბოხეებს დაკავებული ჰყავთ რვა ბრიტანელი სამხედრო პირი. ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის ცნობით, ბრიტანეთის ხელისუფლება ლიბიის ახალ ოპოზიციურ საბჭოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას დაკავებული სამხედროების გასათავისულებლად. ბრიტანეთის გაზეთი „სანდეი ტაიმსი“ როგორც წერს, სპეცდანიშნულების რაზმი ახლდა დიპლომატს, რომელიც მეამბოხეების ხელში მყოფ აღმოსავლეთ ლიბიაში იმყოფებოდა ოპოზიციასთან კონტაქტის მიზნით.
XS
SM
MD
LG