Accessibility links

logo-print

კარზაი: უკვე "მიუღებელია" სამოქალაქო მსხვერპლი ავღანეთში


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების სარდალს, გენერალ დევიდ პეტრეუსს განუცხადა, რომ უკვე მიუღებელია სამოქალაქო მსხვერპლი, რომელსაც ავღანეთში იწვევს საერთაშორისო ძალების მოქმედება და რომ ბოდიშის მოხდა „საკმარისი არ არის“. კარზაის ეს განცხადება მოჰყვა 2 მარტის ინციდენტს, როცა ნატოს საჰერო იერიშის შედეგად კუნარის პროვინციაში ცხრა ბავშვი დაიღუპა. დღეს ქაბულში ასობით ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ბავშვების დაღუპვის გამო პროტესტის გამოსათქმელად. „სიკდილი ამერიკას!“ - იძახდნენ დემონსტრანტები, რომლებმაც ქალაქის ცენტრში ჩაიარეს დაღუპული ბავშვების სურათებით.
XS
SM
MD
LG