Accessibility links

ეგვიპტეში სამი ახალი მინისტრი დაასახელეს


ეგვიპტეში ცვლილებებია სამი მინისტრის პოსტებზე, რაც მიჩნეულია მცდელობად, რომ მთავრობა გათავისუფლდეს დამხობილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის პერიოდის კადრებისაგან. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე აჰმედ აბულ ღეიტს შეცვლის გაეროში ეგვიპტის ყოფილი ელჩი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნაბილ ალ არაბი. ახალი ხელმძღვანელები ეყოლებათ აგრეთვე შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს. ეგვიპტის მმართველმა სამხედრო საბჭომ ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრად დანიშნა ესამ შარაფი მას შემდეგ, რაც გაიმართა საპროტესტო აქციები გარდამავალ მთავრობაში მუბარაქთან დაახლოებული პირების დატოვების გამო. მუბარაქი 11 თებერვალს გადადგა.
XS
SM
MD
LG