Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


ესტონეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, დამაჯერებლად ლიდერობს მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია, რომელიც, სავარაუდოდ, შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების თითქმის 58 პროცენტი ერგოთ პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპის „რეფორმის პარტიას“ და მის პარტნიორებს მმართველ კოალიციაში. ოპოზიციონერმა სოციალ-დემოკრატებმა 18,3 ხოლო ცენტრისტულმა პარტიამ 14,3 პროცენტი მოაგროვეს. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობდა ელექტორატის 63-მდე პროცენტი. საქმე ეხება პირველ არჩევნებს ესტონეთში, მიმდინარე წლის იანვარში ამ ქვეყნის ევროზონასთან მიერთების შემდეგ.
XS
SM
MD
LG