Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი დღეს ავღანეთში ჩავიდა. 2 მარტს ნატოს ვერტმფრენებმა შეცდომით 9 ავღანელი ბავშვი მოკლა.საერთაშორისო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ სამხედროებმა ბავშვები მებრძოლებად მიიღეს, რომლებიც მანამდე კუნარის პროვინციაში ამერიკულ სამხედრო ბაზას დაესხნენ. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ავღანეთში ნატოს სარდლის, დევიდ პეტრეუსის მიერ მოხდილი ბოდიში ”არასაკმარისია”.
XS
SM
MD
LG