Accessibility links

logo-print

9 მარტს დაიწყება WTO-სთან დაკავშირებული მოლაპარაკებები


საქართველოს დელეგაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების დასაწყებად 9 მარტს გაემგზავრება ბერნში. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მოვიდა ოფიციალური ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. მოლაპარაკებებს ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის აპარატი აწარმოებს. დელეგაციას თამარ კოვზირიძე ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG