Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ ჰუმანიტარული მისია გაგზავნა ლიბიაში


გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გაგზავნა ჯგუფი ლიბიაში, რათა შეაფასოს ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა მუამარ კადაფის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეთა ბრძოლების ინტენსიფიკაციის ფონზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა, ლიბიაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა იორდანიის ყოფილი მინისტრი აბდელილა ალ ხატაბი. გაეროს გენერალურმა მდივანმა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრ მუსა კუსასთან სატელეფონო საუბარში მოითხოვა, რათა შეწყდეს „უწესრიგო“ თავდასხმები სამოქალაქო პირებზე და გააფრთხილა, რომ სასამართლოს წინაშე წარდგებიან ყველა, ვინც საერთაშორისო კანონებს არღვევს. კადაფის ლოიალურმა ძალებმა კვირას ტანკები, ყუმბარსატყორცნები და შვულმფრენები გამოიყენეს, რათა პარტიზანებისაგან გაეთავისუფლებინათ და აღედგინათ კონტროლი ლიბიის ქალაქებზე. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა დედაქალაქ ტრიპოლიდან 200 კილომეტრის დაშორებით ქალაქ მისრატაში, სადაც კადაფის მომხრე ძალებმა მოახერხეს შეჭრა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ამბოხებულებმა ისინი უკუაქციეს.
XS
SM
MD
LG