Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სპეციალური წარგზავნილი პაკისტანში ჩავიდა


ამერიკის შეერთებული შტატების ახალი წარგზავნილი პაკისტანსა და ავღანეთში პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. მარკ გროსმანი, რომელიც ამ პოსტზე გასულ თვეში დაინიშნა, პირველად ჩავიდა პაკისტანში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატებისა და პაკისტანის ურთიერთობა გაუარესდა. ამის მიზეზია სკანდალი, რაც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კონტრაქტორის მიერ ორი პაკისტანელის მკვლელობას მოჰყვა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავდამსხმელებისაგან თავს იცავდა. გროსმანი აპირებს შეხვდეს პაკისტანის პრემიერ-მინისტრსა და ქვეყნის პრეზიდენტს. პაკისტანსა და ავღანეთში შეერთებული შტატების სპეციალური წარგზავნილის პოსტი გროსმანამდე ეკავა რიჩარდ ჰოლბრუკს, რომელიც დეკემბერში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG