Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებამ ექვსი კაცი იმსხვერპლა


სულ მცირე ექვსი კაცი დაიღუპა და 12 დაიჭრა ბომბის აფეთქების შედეგად კვირას, ერაყის სამხრეთ ქალაქ ბასრაში. ინფორმაციების თანახმად, ბომბი რომელიც შეერთებული შტატების არმიის პატრულისათვის იყო დამიზნებული, ავტობუსს მოხვდა. ერაყის ქირთისტანის ჩრდილოეთ რეგიონში, ქურთული დამოუკიდებელი რადიოსადგური გაძარცვეს. ქალაქ კალარში მდებარე რადიოსადგური „ხმა“, აგრესიულად აშუქებდა ცოტა ხნის წინანდელ ანტისამთავრობო გამოსვლას აღნიშნულ ქალაქში. ეს უკვე მეორე თავდასხმაა თვითმმართველ რეგიონში მას შემდეგ, რაც 17 თებერვლის მერე ქალაქის ქუჩები საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა.
XS
SM
MD
LG