Accessibility links

logo-print

თურქეთში ჟურნალისტები გაასამართლეს


თურქეთის სასამართლომ კიდევ ხუთ ჟურნალისტი გაასამართლა სავარაუდო შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდების გამო. საუბარია ვითომცდა 2003 წელს დაგეგმილ გადატრიალებაზე სახელწოდებით „ერგენიკონი“, რომელიც ისლამისტური ფესვების მქონე მთავრობის დამხობას ისახავდა მიზნად. სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორ ცნობილ ჟურნალისტს შეთქმულებაში მონაწილეობის გამო. დღეს მსჯავრდებული ჟურნალისტები ასევე იმყოფებოდნენ წინასწარი დაკავების საკნებში. ოპოზიციისა და მედიის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სავარაუდო შეთქმულება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ასობით ადამიანის დაპატიმრება, - არის შესაძლებლობა თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიური მოწინააღმდეგეების ჩახშობისა. ევროკავშირმა, რომელში შესვლასაც თურქეთი იმედოვნებს, შეერთებულმა შტატებმა და უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტების დაპატიმრება საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას თურქეთში. ამ ქვეყანაში ივნისში პარლამენტის არჩევნები იმართება, რომელშიც პრემირ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია მესამედ შეეცდება უმრავლესობის მოპოვებას.
XS
SM
MD
LG