Accessibility links

აფეთქებას ავღანეთში ორი კაცი ემსხვერპლა


ოფიციალური ინფორმაციით ორი ადამიანი დაიღუპა და 19, მათ შორის რამდენიმე პოლიციელი, დაიჭრა ორი აფეთქების შედეგად ავღანეთის აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში. პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლის, ზია აბდულზაის, თანახმად, პირველი აფეთქება მეჩეთის წინ მოხდა, მეორე კი მოგვიანებით იმავე ადგილზე, როდესაც დაჭრილების დასახმარებლად პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. მეჩეთში, რომელთანაც მოხდა აფეთქება, მთავრობის მომხრე სასულიერო პირები იყვნენ შეკრებილი. ჯალალაბადი მხედველობის არეში მოექცა გასულ თვეში, როდესაც თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბანკში მოწყობილი აფეთქების შედეგად 35 კაცი დაიღუპა და 70 დაიჭრა.
XS
SM
MD
LG