Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი აშშ-ს ტაივანის გამო აფრთხილებს


შეერთებული შტატები რისკის ქვეშ დააყენებს ჩინეთთან გაუმჯობესებულ ურთიერთობებს, თუკი ის კვლავ გააგრძელებს ტაივანისათვის იარაღის მიყიდვას, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მსოფლიოს ორი უმძლავრესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში გართულებული იყო ადამიანის უფლებების, ტაივანის, ტიბეტისა და ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტის გამო. ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო იანვარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ვაშინგტონში.
XS
SM
MD
LG