Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა თბილისში


დღეს თბილისში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე "ოპოზიციური რვიანისა" და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და წევრებმა ექსპერტებს, ჟურნალისტებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბიომეტრიულ პარამეტრებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა გააცნეს. მოლაპარაკების მიზანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში კომპრომისის მიღწევაა. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ 9 მარტს დანიშნულ მორიგ კონსულტაციაზე ხელისუფლება კონკრეტული შეთავაზებით მივა და დაახლოებით, მარტის ბოლომდე უკვე გარკვეული ინება, რამდენად სურს მას საარჩევნო გარემოს რეალურად შეცვლა.
XS
SM
MD
LG