Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა გუანტანამოს სამხედრო სასამართლოებს აღადგენს


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ბრძანებით, განახლდება კუბაზე, გუანტანამოს ციხეში მყოფი პატიმრების სამხედრო სასამართლო პროცესები - რომლებიც ორი წლის მანძილზე იყო შეჩერებული. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განსაზღვრა გუანტანამოში იმ ტუსაღების ყოფნის წესი, რომლებსაც არც ბრალი აქვთ წაყენებული, არც განაჩენი აქვთ გამოტანილი და არც სხვაგან გადაყვანაზეა მიღებული გადაწყვეტილება - მაგრამ მათი გათავისუფლება მაინც სახიფათოდ ითვლება. ობამას თქმით, ეს ზომები „გააფართოვებს ტერორისტების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის შესაძლებლობებს“. 2009 წლის იანვარში ობამა აცხადებდა, რომ გუანტანამოს ციხეს დახურავს - და მას ალ-ყაიდის მიერ წევრების მიზიდვის საშუალებას უწოდებდა.
XS
SM
MD
LG