Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ლიბიის ლიდერს კიდევ ერთხელ აფრთხილებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დღეს განაცხადა, რომ აშშ და მისი ნატოს წევრი მოკავშირეები კვლავ განიხილავენ სამხედრო შესაძლებლობებს ლიბიისთვის - ქვეყნის ლიდერის, მუამარ კადაფის ძალების მხრიდან სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გამოყენებული ძალის პასუხად. ობამას თქმით, კადაფის და მის ახლო მოკავშირეებს ძალადობის გამო „პასუხი მოეთხოვებათ“. ლიბიაში დღესაც გრძელდებოდა შეტაკებები მუამარ კადაფის ერთგულ ჯარისკაცებს და ანტი-სამთავრობო ძალებს შორის. დღეს უფრო ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ლიბიაში შექმნილი კრიზისი მთავარი საკითხი იქნება ხუთშაბათს და პარასკევს დანიშნულ ალიანსის შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG