Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა


პაკისტანის აღმოსავლეთში, ქალაქ ფაისალაბადში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. აფეთქების მიზეზი არ არის დაზუსტებული. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ვარაუდით, მანქანაზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ფაისალაბადი ფანჯაბის პროვინციის ინდუსტრიული ცენტრია.
XS
SM
MD
LG