Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა როზა ოტუნბაევას შეხვდა


აშშ-ის პრეზიდენტი ვაშინგტონში ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა. თეთრი სახლის ცნობით, ბარაკ ობამამ ყირგიზეთში დემოკრატიული გარდაქმნის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა: ”პრეზიდენტმა ობამამ და პრეზიდენტმა ოტუნბაევამ აღნიშნეს, რომ დემოკრატიის მშენებლობა ყოველდღიური ბრძოლაა და რომ ყირგიზეთმა გადადგა პოზიტიური ნაბიჯები საპარლამენტო დემოკრატიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ”. ობამამ მადლობა გადაუხადა ოტუნბაევას ყირგიზეთის ტერიტორიაზე მანასის სამხედრო ბაზის მხარდაჭერის გამო. ოტუნბაევას ვაშინგტონში გადასცემენ ჯილდოს ”მამაცი ქალებისთვის”. ობამასა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ტომ დონილონთან შეხვედრამდე ოტუნბაევა კარნეგის ფონდში იმყოფებოდა და იქ ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე უსაფრთხოების საკითხებზე ილაპარაკა.
XS
SM
MD
LG