Accessibility links

არაბული ლიგა ლიბიის კრიზისზე იმსჯელებს


არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები პარასკევს გამართავენ საგანგებო შეხვედრას. მასზე ძალადობის ესკალაციაზე იმსჯელებენ ლიბიაში, სადაც მეამბოხეები მუამარ კადაფის ხანგძლივი მმართველობის წინააღმდეგ იბრძვიან. დღეს ისლამური კონფერენციის ორგანიზაცია შეუერთდა საერთაშორისო მოწოდებას, აიკრძალოს ფრენა ლიბიის საჰაერო სივრცეში. ეს იქნება საპასუხო რეაქცია მთავრობის ძალების ქმედების წინააღმდეგ. ლიბიის მთავრობა სამხედრო ავიაციას იყენებს მეამბოხეთა ხელში მყოფი ქალაქების წინაღმდეგ. ბრიტანეთს და საფრანგეთს ეკუთვნის რეზოლუციის პროექტი აკრძალვის შესახებ. რუსეთი სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია. მთავრობის ავიაციამ იერიში განახორციელა მეამბოხეთა ხელში მყოფი სანავთობო ნავსადგურ რას ლანუფზე. ორშაბათს კადაფის ძალებმა კვლავ დაიკავეს მეზობელი ქალაქი ბინ ჯავადი.
მეამბოხეებმა დღეს გამოაცხადეს, რომ კადაფის მომხრე ოფიციალურმა პირებმა მათ მოლაპარაკება შესთავაზეს ლიბიის ლიდერის გადადგომის გარშემო. მთავრობამ ცნობას „სისულელე“ უწოდა. კადაფიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას არ აქვს ოფიციალური პოსტი, შესაბამისად, გადადგომა მისთვის შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG