Accessibility links

logo-print

რაფსანჯანის „ექსპერტთა საბჭოს“ თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს


ირანის ყოფილ პრეზიდენტ აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის დაატოვებინეს მნიშვნელოვანი პოსტი. მკაცრი ხაზის მომხრეებმა მიიჩნიეს, რომ ის რეფორმისტ ოპოზიციონერებთან ძალიან არის დაახლოებული. ირანის მედიის ცნობით, რაფსანჯანის „ექსპერტთა საბჭოს“ თავმჯდომარის პოსტზე შეცვლის აიათოლა მოჰამად რეზა მაჰდავი ქანი. „საბჭო“ სახელმწიფო ორგანოა, რომელიც ირჩევს რელიგიურ ლიდერს, ზედამხედველობას უწევს მის მოქმედებას და აქვს უფლებამოსილება, დაითხოვოს ის. რაფსანჯანიმ გააკრიტიკა 2009 წლის არჩევნების შემდეგ გამოსვლების ჩახშობა.
XS
SM
MD
LG