Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში პოლიციამ დემონსტრანტებს ესროლა


იემენის ორ რეგიონში გაუხსნა ცეცხლი პოლიციამ დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მსხვერპლზე არაფერს იუწყებიან. ათეულ ათასობით ადამიანი მოწილეობდა გამოსვლებში, რომლებიც შაბვას და დამარის პროვინციებში გაიმართა. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის გადადგომას მოითხოვდნენ. დედაქალაქ სანაში, პირველად გამოსვლების დაწყების შემდეგ, სამხედრო პატრული გამოჩნდა. ორშაბათს პრეზიდენტმა ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG