Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილ პრეზიდენტ შირაკის სასამართლო გადაიდო


პარიზში მოსამართლემ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის სასამართლო პროცესი ივნისამდე გადადო. პროცესი ორშაბათს დაიწყო. 78 წლის შირაკს, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში პარიზის მერის პოსტზე მუშაობდა, ბრალი ედება ყალბი სამუშაო ადგილების შექმნაში, სინამდვილეში კი ქალაქის საბიუჯეტო თანხებს საკუთარი პარტიის ანგარიშზე რიცხავდა. შირაკი უარყოფს წაყენებულ ბრალდებას. შირაკს 10-წლიანი პატიმრობა და 150 000 ევროს მოცულობის ჯარიმა ელის, თუ მას დანაშაული დაუმტკიცდა. დღეს მოსამართლე დომინიკ პუტემ პროცესი გადადო, რათა საკონსტიტუციო უწყებამ განსაჯოს, შიძლება თუ არა საქმის განხილვა, როცა დანაშაული დაახლოებით ორი ათეული წლის წინ არის ჩადენილი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თანამედროვე საფრანგეთის პრეზიდენტს სასამართლოს წინაშე თავის მართლება უწევს.
XS
SM
MD
LG