Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაგრებში ბოსნიელი სერბი ტყვეების დახოცვაში ეჭვმიტანილებს ასამართლებენ


ზაგრებში დაიწყო შვიდი ხორვატი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი. მათ ბრალად ედებათ ბოსნიელი სერბი ტყვეების დახოცვა, საქმე ეხება 1991-1995 წლების ომის ბოლო ეტაპს, როცა ბრალდებულებმა დახოცეს ბოსნიელი სერბი ტყვეები ბოსნიის დასავლეთში მდებარე ქალაქ გლამოცში. პროკურატურის თანახმად, ტყვეები ბრიგადის ხორვატი მეთაურის ბრძანებით დახოცეს. ხორვატულმა ჯარებმა ბოსნიელ მაჰმადიანებთან ერთად იერიში მიიტანეს ბოსნიელ სებრთა ძალებზე 1995 წლის სექტემბერში, რათა განედევნათ ისინი ბოსნიის დასავლეთი ნაწილიდან.
XS
SM
MD
LG