იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრად ტაკეაკი მაცუმოტო დაინიშნა. ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იუკიო ედანმა განაცხადა. 51 წლის მაცუმოტო ყოფილი ბანკირი. ის იაპონიის პირველი პრემიერ-მინისტრის შვილისშვილის შვილია. მან სეიძი მაეჰარა შეცვალა, რომელიც გასულ კვირას გადადგა სკანდალის გამო, რომელიც საარჩევნო კამპანიისას უცხო ქვეყნის მოქალაქისგან მიღებულ შემოწირულობებს შეეხებოდა.
ყველაზე პოპულარული
1