Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ და კამერონმა ლიბიის საკითხი განიხილეს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჯეიმს კამერონმა განაცხადეს, რომ ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს ლიბია. თეთრი სახლის ცნობით, ობამამ და კამერონმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ლიბიის თავზე ფრენის აკრძალვის შესაძლებლობა. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი შესაბამისი რეზოლუციის შემუშავებაზე მუშაობენ.
XS
SM
MD
LG