Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოზეფ ბაიდენი მოსკოვში ჩავიდა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ევროპული ტურნეს ფარგლებში მოსკოვში ჩავიდა. დღეს საღამოს ის რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს შეხვდება, ხვალ კი - პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს. ჯოზეფ ბაიდენი შეხვედრებს რუსეთის ოპოზიციურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთანაც გამართავს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, სააგენტო იტარ-ტასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობის ”გადატვირთვა” ხელს შეუწყობს ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებას, თუმცა, აშშ-მა არაერთხელ დაადასტურა, რომ გაუმჯობესება არ უნდა მოხდეს პოლონეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოსთან ურთიერთობის ხარჯზე. ბაიდენმა აშშ-ისა და რუსეთის უთანხმოების ერთ-ერთ საგნად კვლავ დაასახელა საქართველოს ტერიტორიული საზღვრები. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ამ და სხვა რთულ საკითხებზე პირდაპირი საუბრის და მუშაობის პარალელურად შესაძლებელია თანამშრომლობის განვითარება სხვა სფეროებში. იტარ-ტასის შეკითხვას, რამდენად აქვს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წლის ბოლომდე გაწევრიანების პერსპექტივა, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ვაშინგტონი რუსეთის მთავრობის ამ ძალისხმევას მხარს უჭერს, მაგრამ აშშ ერთ-ერთია ორგანიზაციის წევრი იმ 153 ქვეყნიდან, რომლებთანაც მოსკოვი უნდა შეთანხმდეს. ”თუ რუსეთის მთავრობა მათთან მოლაპარაკების დროსაც მიზანსწრაფულობას გამოიჩენს, ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანზიაციაში გაწევრიანებას მის მიერ განსაზღვრულ ვადაში შეძლებს” - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG