Accessibility links

ბაიდენმა აშშ-ისა და რუსეთის უთანხმოების მიზეზად კვლავ დაასახელა საქართველო


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, სააგენტო იტარ-ტასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობის ”გადატვირთვა” ხელს შეუწყობს ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებას, თუმცა, აშშ-მა არაერთხელ დაადასტურა, რომ გაუმჯობესება არ უნდა მოხდეს პოლონეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოსთან ურთიერთობის ხარჯზე. ბაიდენმა აშშ-ისა და რუსეთის უთანხმოების ერთ-ერთ საგნად კვლავ დაასახელა საქართველოს ტერიტორიული საზღვრები. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ამ და სხვა რთულ საკითხებზე პირდაპირი საუბრის და მუშაობის პარალელურად შესაძლებელია თანამშრომლობის განვითარება სხვა სფეროებში. იტარ-ტასის შეკითხვას, რამდენად აქვს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წლის ბოლომდე გაწევრიანების პერსპექტივა, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ვაშინგტონი რუსეთის მთავრობის ამ ძალისხმევას მხარს უჭერს, მაგრამ აშშ ერთ-ერთია ორგანიზაციის წევრი იმ 153 ქვეყნიდან, რომლებთანაც მოსკოვი უნდა შეთანხმდეს. ”თუ რუსეთის მთავრობა მათთან მოლაპარაკების დროსაც მიზანსწრაფულობას გამოიჩენს, ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანზიაციაში გაწევრიანებას მის მიერ განსაზღვრულ ვადაში შეძლებს” - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG