Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლდა ”ოპოზიციური რვიანის” და მმართველი პარტიის კონსულტაცია


თბილისში განახლდა ”ოპოზიციური რვიანის” და მმართველი პარტიის წარმომადგენელთა კონსულტაცია, რომლის მიზანიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. ოპოზიციასთან შეხვედრამდე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და შიდა პარტიული კონსულტაციის შედეგად შეთანხმებული 3 წინადადება გამოქვეყნეს. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან, საპილოტე პროგრამის სახით თბილისში გაკეთდეს ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიები, თუ მას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები დააფინანსებენ. გარდა ამისა, მმართველი პარტია მზად არის აღადგინოს არჩევნებში დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატთა მონაწილეობის წესი და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიანიჭოს იმ პატიმრებს, რომლებსაც დანაშაული განზრახ არ ჩაუდენიათ და მათი სასჯელი სამ წელს არ აღემატება.
XS
SM
MD
LG