Accessibility links

logo-print

ლიბიელი მეამბოხეები ქვეყნის თავზე ფრენის აკრძალვას მოითხოვენ


ლიბიის აღმოსავლეთში გამაგრებულმა მეამბოხეებმა დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს, ლიბიის თავზე ფრენა აკრძალოს - რათა დასრულდეს მუამარ კადაფის ძალების მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ გამანადგურებელი საჰაერო იერიშების განხორციელება. აღმოსავლეთის ქალაქ ბენღაზიში გამაგრებული ოპოზიციის ძალები აცხადებენ, რომ ფრენის აკრძალვის მიღწევა ახლა მათთვის მთავარ დიპლომატიურ მიზანს წარმოადგენს. პარალელურად, მომხრეების წინაშე გამოსვლისას, ლიბიის ლიდერმა, მუამარ კადაფიმ განაცხადა, დასავლეთი ლიბიის თავზე ფრენას მართლა თუ აკრძალავს, ლიბიელები ამას იარაღით უპასუხებენო. კადაფი აცხადებს, რომ ლიბიის წინააღმდეგ შეთქმულებაში აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი არიან ჩართულნი, ქვეყნის ნავთობსაბადოებზე დაპატრონების მიზნით. ინტენსიური ბრძოლა გრძელდება ზავიაში - ტრიპოლისთან ახლოს მდებარე, ოპოზიციის ხელში მყოფ ქალაქში. ევროკავშირი ლიბიაში სამხედრო მისიის გაგზავნას განიხილავს, ხალხის ევაკუაციის და ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქების მიზნით.
XS
SM
MD
LG