Accessibility links

logo-print

კაიროში ლიბიელი მაღალჩინოსანი ჩაფრინდა


გავრცელებული ცნობებით, კაიროში ლიბიიდან კერძო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელშიც ლიბიელი მაღალჩინოსანი იჯდა. კაიროს აეროპორტის წარმომადგენელმა ასოშიეიტედ პრესს უთხრა, რომ საბერძნეთის თავზე გადაფრენის შემდეგ კაიროში ჩავიდა ლიბიის ლოგისტიკისა და მომარაგების უწყების ხელმძღვანელი, აბდულ-რაჰმან ბინ ალი ალ-საიდ ალ-ზავი. აეროპორტის მუშაკი - რომლის სახელს არ აკონკრეტებენ - ამბობს, რომ ლიბიელმა მაღალჩინოსანმა კაიროში კადაფისგან ჩაიტანა შეტყობინება. კადაფი ამჟამად მისი მმართველობის დასრულების მოსურნე მეამბოხეებს ებრძვის.
XS
SM
MD
LG