Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა


თალიბანის პაკისტანში მოქმედმა დანაყოფმა პასუხისმგებლობა იკისრა თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებაზე, რომელსაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში დღეს სულ მცირე 34 ადამიანი შეეწირა. აფეთქება ქალაქ ფეშავარის მახლობლად, თალიბანის მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფების წევრის ცოლის დაკრძალვაზე მოხდა. ცერემონიას დაახლოებით 300 ადამიანი ესწრებოდა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში პაკისტანის არმიამ თალიბანის წინააღმდეგ რამდენიმე ოპერაცია თავად განახორციელა - თუმცა, ამავე დროს არმია მხარს უჭერს შეიარაღებული დაჯგუფებების ფორმირებას, რომლებმაც ასევე თალიბანის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ. თალიბანის ძალებს რეგულარულად მიაქვთ იერიშები სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედ ამგვარ შეიარაღებულ ჯგუფებზე.
XS
SM
MD
LG