Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროს ტაჰრირის მოედანზე შეტაკებები მოხდა


კაიროს ტაჰრირის მოედანზე შეკრებილ, ასობით პრო-დემოკრატ აქტივისტს დღეს თავს დაესხა დანებით და მაჩეტეებით შეიარაღებული ჯგუფი. სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა კადრები, როგორ ესვრიან ქვებს და განდევნიან ადამიანებს ტაჰრირის მოედნიდან. ეს ადგილი ახლახან ეპიცენტრი იყო მასშტაბური საპროტესტო აქციებისა, რომლებსაც ვეტერანი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის გადადგომა მოჰყვა. შეტაკებების ფონზე, ახლადშექმნილი მინისტრთა კაბინეტი შეხვდა ქვეყნის მმართველი, სამხედრო ძალების უზენაეს საბჭოს და შესთავაზა სიძულვილის გაღვივების საწინააღმდეგო კანონის შემოღება - რაც, სხვა ზომებთან ერთად, სიკვდილითაც დასჯასაც გაითვალისწინებს. პარალელურად, კაიროში ქრისტიან კოპტებს და მუსულმანებს შორის მომხდარ შეტაკებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ბევრი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG