Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი რუსეთის ლიდერებს ხვდება


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს კრემლის ლიდერებს შეხვდა და დაარწმუნა მასპინძლები, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. სამუშაო ვიზიტი ბაიდენმა ვიცე-პრემიერ იგორ შუვალოვთან შეხვედრით დაიწყო, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ესტუმრა მოსკოვის გარეუბანში მდებარე სამთავრობო რეზიდენციაში. იგეგემება შეერთევული შტატების ვიცე-პრეზიდენტსი შეხვედრა რუსეთის პრემიერ-მინისტრთანაც. აქტიურად ვმუშაობთ, რათა ეს პროცესი 2011 წელს დასრულდესო“ - უთხრა ბაიდენმა ვიცე-პრემიერ იგორ შუვალოვს. ამ განცხადებამდე ბაიდენმა და შუვალოვმა უხელმძღვანელეს შეთანხმების დადებას რუსეთის „აეროფლოტსა“ და ამერიკულ „ბოინგს“ შორის. ამ შეთანხმების თანახმად, „აეროფლოტი“ 2.2 მილიარდ დოლარად რვა, გრძელი მანძილის ბოინგ B-777-ს შეიძენს.
XS
SM
MD
LG