Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში იზრდება მსხვერპლი მოსახლეობაში


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად გასულ წელს სარეკორდო ნიშნულს მიაღწია ავღანეთში დაღუპული სამოქალაქო პირთა რაოდენობამ. როგორც ავღანეთში არსებული გაეროს მისიის მიერ კონფლიქტებში დაღუპულ სამოქალაქოთა წლიური ანგარიშით ირკვევა, 2010 წელს ავღანეთში დაიღუპა 2700 სამოქალაქო პირი, რითაც 15 პროცენტით გაიზარდა წინა წლის მაჩვენებელი. 75 პროცენტის შემთხვევაში სამოქლაქო პირების დახოცვაში ბრალი მიუძღვით მემაბოხეებს. თექვსმეტი პროცენტი კი უცხოეთისა და ავღანეთის არმიის ქვედანაყოფების საბრძოლო მოქმედებას ემსხვერპლა. 9 პროცენტის შემთხვევაში პასუხისმგებელთა ვინაობის დადგენა ვერ მომხერხდა. ანგარიშის თანახმად იმატა ადამიანების გატაცების შემთხვევებმა, ხოლო ძალადობის ტალღა მოედო ქვეყნსი ყველა კუთხეს. ანგარიშის თანახმად ყველაზე სანაგნაგაშოა ტენდენცია, რომლის თანახმად გაორმაგდა თავდასხმების რაოდენობა მთავრობის წევრებზე, საერთაშორისო მისიების თანაშრომლებსა და იმ სამოქალაქო პირებზე, რომლებიც ავღანეთის მთავრობისა და ნატოს ძალებთან თანაშრომლობაში არიან შემჩნეულნი.
XS
SM
MD
LG