Accessibility links

logo-print

ევროკავშირი და ნატო იხილავენ ლიბიის საკითხს


ლიბიაში შექმნილი ვითარების ფონზე დღეს ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს მაღალი დონის შეხვედრები იმართება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პარასკევს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ იკრიბებიან. ბრიუსელშივე ნატოს თავდაცვის მინისტრები გამართავენ შეხვედრას. ევროკავშირი და ნატო თანხმდებიან ლიბიის მმართველ მუამარ კადაფის მიერ პოსტის დატოვების მოთხოვნაში. თუმცა, განსხვავებულია ლიბიის მიმართ უფრო მკაცრი ზომების (მაგალითად, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა) განხორციელების მიმართ პოზიციები. საფრანგეთი და ბრიტანეთი მხარს უჭერენ გაეროს უშიშროების მიერ ლიბიის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ რეზოლუციის მიღებას, თუმცა, სხვა ქვეყნები, მათ შორის - აშშ აცხადებს, რომ მსგავსი მოქმედება უნდა განხორციელდეს ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე, მათ შორის - არაბული ქვეყნების მხრიდან.
XS
SM
MD
LG