Accessibility links

რუსეთი შეუერთდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ლიბიის შესახებ


რუსეთი შეუერთდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ლიბიის მიმართ სანქციებს ითვალისწინებს. კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას გაეროს რეზოლუციის შესრულების ზომების შესახებ. ამით იკრძალება რუსეთის მიერ ლიბიისთვის ყველა ტიპის იარაღის, საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდება, აგრეთვე სამხედრო სფეროში სხვა სახის დახმარება. თებერვლის ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ლიბიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. იარაღის მიწოდებაზე იმბარგოს გარდა, რეზოლუცია ითვალისწინებს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის საბანკო ანგარიშების გაყინვას და მისი ოჯახის ყველა წევრის ლიბიიდან გასვლის აკრძალვას.
XS
SM
MD
LG