Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დალაი ლამა უარს ამბობს ტიბეტის დევნილობაში მყოფი მთავრობის მეთაურობაზე


დალაი ლამამ ინდოეთში, ქალაქ დარამსალაში განაცხადა, რომ უარს ამბობს დევნილობაში მყოფი ტიბეტის მთავრობის პოლიტიკურ ლიდერობაზე. დალაი ლამა თვლის, რომ დადგა დრო, რომ მოძრაობას არჩეული პოლიტიკური ლიდერი ჰყავდეს. დალაი ლამამ განაცხადა, რომ რჩება ტიბეტის სულიერ ლიდერად. ტიბეტის დევნილობაში მყოფი პარლამენტი მომავალ კვირაში აპირებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ცვლილებების საკითხის განხილვას. დალაი ლამამ ტიბეტი 1959 წელს ჰიმალაის ტერიტორიაზე ჩინეთის მმართველობის წინააღმდეგ წარუმატებელი ამბოხის შემდეგ დატოვა.
XS
SM
MD
LG