Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი იმედოვნებს ვმო-ში გაწევრიანებას შტატების მხარდაჭერით


გუშინ, მოსკოვის ოლქში, გორკიში შედგა აშშ ვიცე-პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა. დმიტრი მედვედევმა განაცხადა: ”ვფიქრობ, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად ჩამორჩება პოლიტიკურს. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ხელისშემშლელია ის, რომ რუსეთი არ მონაწილეობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ვიმედოვნებ, მიმდინარე წელს პროცესები დასრულდება, მათ შორის შეერთებული შტატების ქმედითი მხარდაჭერის პირობებში”. მედვედევთან შეხვედრისას ჯო ბაიდენმა საბჭოთა კავშირის ლიდერ ლეონიდ ბრეჟნევთან შეხვედრა გაიხსენა და თავის ასაკს გაუსვა ხაზი. ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობაში გადატვირთვის წარმატებული პოლიტიკა, რაც ავღანეთისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებში პროგრესითაც გამოიხატება, სკეპტიკოსთა მცდარობა დაადასტურა: ”აქ ვარ იმის გამო, რომ პრეზიდენტ ობამას სურს, განვაცხადო, რომ ჩვენ პროგრესის გაგრძელება გვინდა ამჯერად ეკონომიკის ფრონტზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაში, იმაში, რასაც ეხება თქვენი ხედვა რუსეთში ინოვაციის, ცვლილებისა და მოდერნიზაციის საკითხებში. ჩვენ გვსურს ამაში მონაწილეობა მივიღოთ”.
XS
SM
MD
LG