Accessibility links

ეუთოს მორიგე თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიას ეწვევა


ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი მომავალ კვირაში ეწვევა აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს. ეუთოს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის მსვლელობაში აჟუბალისი შეხვდება მასპინძელი ქვეყნების ხელმძღვანელებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და მათთან ერთად განიხილავს ლიტვის - როგორც ეუთოს მორიგე თავმჯდომარის - პრიორიტეტებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასა და ჟენევის დისკუსიებში ეუთოს როლზე საუბარს. სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ლიტველი მინისტრის ვიზიტი 13 მარტს, ბაქოში დაიწყება და 18 მარტს, ერევანში დასრულდება. 15-სა და 16 მარტს აუდრონიუს აჟუბალისი საქართველოში დაჰყოფს. სამივე დედაქალაქში დაგეგმილია მინისტრის პრესკონფერენციები.
XS
SM
MD
LG