Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიიდან გაქცეული ქართველი მეზღვაურები მალტაში არიან


ლიბიიდან გაქცევა და მალტაში ჩასვლა შეძლო ექვსმა ქართველმა მეზღვაურმა, რომლებიც თითქმის 10 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქალაქ მისრატის პორტში. საქართველოს დროშით მცურავი გემი „ვასილიოს N“-ი, რომელსაც თურქეთიდან ლიბიაში სამშენებლო მასალა მიჰქონდა, ძლიერმა ღელვამ დააზიანა, ტვირთის ნაწილი კი დასველდა, რის გამოც მისმა დამკვეთმა უარი თქვა სამშენებლო მასალის მიღებაზე. გემისა და ტვირთის მფლობელთა დავის გამო, ეკიპაჟის წევრები 10 თვის განმავლობაში ლიბიაში ჰყავდათ დაკავებული. მისრატის პორტიდან გაქცევა მეზღვაურებმა ქალაქში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების გამო გადაწყვიტეს და გემის დაზიანების მიუხედავად, მალტამდე ჩასვლა შეძლეს. საქართველოს მოქალაქეებს უკვე დაუკავშირდნენ იტალიაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები, რომლებიც მეზღვაურებს დახმარებას დაჰპირდნენ.
XS
SM
MD
LG