Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო კრებამ შეფიცულთა რაზმი დააფუძნა


დღეს წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ დააფუძნა შეფიცულთა რაზმი, რომელსაც კრების წევრი, მსახიობი გია ბურჯანაძე ხელმძღვანელობს. ”შეფიცულებმა” დადეს ფიცი, რომლის თანახმად, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით და "მართალი სამართლის" პრინციპით იმოქმედებენ, მოქალაქეებს ხელისუფლების ძალადობისა და უკანონობისგან კანონიერი მეთოდებით დაიცავენ და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძოლებენ. ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის, განცხადებით, შეფიცულთა რაზმი მხოლოდ თბილისში 1 500-მდე წევრს აერთიანებს.
XS
SM
MD
LG